საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის წარდგინება დააკმაყოფილა.
"საქართველოს პრეზიდენტმა დააკმაყოფილა პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინება საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სესიის მოწვევის თაობაზე და 25 დეკემბრის N25/12/01 განკარგულების საფუძველზე, რიგგარეშე სესიას 26 დეკემბრიდან მოიწვევენ", - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
ამის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე გავრცელდა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის საშემოდგომო სესია უკვე დასრულებულია. დარჩენილია განსახილველი საკითხები, რომლის განხილვა რიგგარეშე სხდომებზე მოხდება.