ცნობილი გახდა, რომ თბილისის მერია აღარ დააფინანსებს საახალწლო გალაკონცერტს. შესაბამისად, მოსახლეობას ახალი წლის შეხვედრა საკუთარ სახლებში მოუწევთ.
მერია მის ამ გადაწყვეტილებას იმით ხნის, რომ მათთვის სოციალური პრობლემების მოგვარება უფრო მნიშვნელოვანია და უმჯობესია, კონცერტის დასაფინანსებელი თანხები სოციალურ პროგრამებს მოხმარდეს.
საკრებულოს ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" თავჯდომარე ზაზა გაბუნია "ივერიონთან" საუბარში აცხადებს, რომ თბილისის მასშტაბით სხვადასხვა კონცერტები უკვე დაგეგმილია და შესაბამისი პროგრამაც არსებობს.
"ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს მათ დემაგოგიას. აქედან ირკვევა, რომ ბიუჯეტში ყოფილა თანხები და ამ თანხებს სოციალურ პროგრამებს არ ახმარდნენ. კონცერტისთვის თანხები უნდა გამოყოფილიყო 2012 წლის და არა 2013 წლის ბიუჯეტიდან. მართალია, ჩვენ პოლიტიკოსები ვართ, მაგრამ ასეთი განცხადებები ჩემთვის მაინც მიუღებელია", _ აცხადებს გაბუნია.