ივერიონი / "ნაციონალური მოძრაობა" კიდევ ერთმა მაჟორიტარმა დატოვა

"ნაციონალური მოძრაობა" კიდევ ერთმა მაჟორიტარმა დატოვა

საპარლამენტო ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" ქედის მაჟორიტარმა იაშა შერვაშიძემ დატოვა. ინფორმაციას  "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, დეპუტატმა შესაბამისი განაცხადით საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს უკვე მიმართა.

გასულ კვირას "ნაციონალური მოძრაობა"  ამბროლაურის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოჩა ენუქიძემ დატოვა. ამასთან, როგორც იაშა შერვაშიძე, ისე გოჩა ენუქიძე წინა მოწვევის პარლამენტშიც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები იყვნენ.

არსებული ინფორმაციით, გოჩა ენუქიძეს პარლამენტში საკუთარი ფრაქციის შექმნა სურს. ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ უმცირესობა შესაძლოა, დატოვონ დეპუტატებმა ანზორ ბოლქვაძემ, გიორგი ფეიქრიშვილმა, გურამ მისაბიშვილმა და ნაული ჯანაშიამ.

25-12-2012, 15:08
უკან დაბრუნება