საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აზერბაიჯანში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.
ორი ქვეყნის დელეგაციების შეხვედრის და საუბრის ძირითადი საკითხი გაზის ტარიფი და ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის მშენებლობა იქნება.
ბიძინა ივანიშვილი უკვე ბაქოში იმყოფება და აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილხამ ალიევს და პრემიერს არტურ რასიზადეს შეხვდება.
პრემიერ-მინისტრის განცხადებას, ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის მშენებლობასთან დაკავშირებით, აზერბაიჯანის მმართველ პარტიაშიც ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ საქართველო-აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული ურთიერთობები არ შეიცვლება.
პრემიერ-მინისტრთან ერთად აზერბაიჯანში მყოფი ქართული დელეგაციის შემადგენლობაში საგარეო საქმეთა, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების და ეკონომიკის მინისტრები არიან.