ივერიონი / მოკლეს თუ თავი მოიკლა?

მოკლეს თუ თავი მოიკლა?

რუსთავის მე-6 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გარდაცვლილი პატიმრის ოჯახი ამ საქმის გამოძიებას ითხოვს.


პატიმარი, თემურ კორტავა საკანში ჩამომხრჩვალი იპოვეს.


ოჯახის განცხადებით, პატიმარი თავს არ მოიკლავდა, მას 28 დეკემბერს ამნიისტის კანონის ამოქმედების შემდეგ საპატიმრო უნდა დაეტოვებინა.


კორტავა თავდაპირველად სასჯელს ბათუმში იხდიდა ხულიგნობის მუხლით, სადაც მას, ოჯახის ინფორმაციით, ხშირად ფიზიკურად უსწორდებოდნენ.


როგორც ოჯახის წევრები აცხადებენ, ვიღაცას არ აწყობდა მისი სასამართლო პროცესზე მოწმის სტატუსით გამოსვლა, რადგან დაკითხვით, ცემის დეტალები გამომჟღავნდებოდა.

26-12-2012, 10:28
უკან დაბრუნება