ივერიონი / დღეს ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესია

დღეს ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესია

დღეს საქალაქო სასამართლოში საქართველოს  თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის კიდევ ერთი სასამართლო პროცესი გაიმართება.


სასამართლოში პროცესი დღეს, 12:00 საათზეა ჩანიშნული.


თავდაცვის ყოფილ მინისტრს სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით გაასამართლებენ.


თბილისის საქალაქო სასამართლომ წინა სხდომაზე ოქრუაშვილს სამსახურებრივი გულგრილობის საქმეზე აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობის გაუქმებაზე უარი უთხრა.


ირაკლი ოქრუაშვილს ბრალი რამდენიმე მუხლით ედება, მათ შორის, ერთ-ერთი საქმე სამსახურებრივ გულგრილობას ეხება. კერძოდ, ბრალდების თანახმად, მისი თავდაცვის მინისტრობის პერიოდში შეძენილი იყო დიდი რაოდენობით უხარისხო ვაზნები.

26-12-2012, 10:34
უკან დაბრუნება