საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს ქონების დეკლარაციის აქტივების შევსების ვადა დღეს ეწურება.
შეგახსებთ, რომ ცოტა ხნის წინ ჟურნალმა „Forbes“-მა მდიდარი პოლიტიკოსების რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელთა აქტივებიც მილიარდ დოლარს აღემატება. რეიტინგში მესამე ადგილს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი იკავებს.
ივანიშვილის ქონება რეიტინგში იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის სილვიო ბერლუსკონის ქონებას აღემატება.
საქართველოს პრემიერს რეიტინგში მხოლოდ ნიუ-იორკის მერი მაიკლ ბლუმბერგი და რუსი პოლიტიკოსი მიხაილ პროხოროვი უსწრებენ.
შეგახსენებთ, რომ ბოლო მონაცემებით, ბიძინა ივანიშვილის ქონება დაახლოებით 6,5 მილიარდს შეადგენს.