ივერიონი / ნოდარ ხადური: მოსახლეობას ვაუჩერებით შეურაცხყოფას არ მივაყენებთ

ნოდარ ხადური: მოსახლეობას ვაუჩერებით შეურაცხყოფას არ მივაყენებთ

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური თბილისის მერის ინიციატივას – მოსახლეობისთვის ვაუჩერების გადაცემის თაობაზე, გამოეხმაურა და განაცხადა, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" საკმარისი დრო ჰქონდა ხალხის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.


"საქართველოს მთავრობა მოსახლეობისთვის ვაუჩერებით შეურაცხყოფის მიყენებას არ აპირებს", - აცხადებს ნოდარ ხადური.


"ტარიფები მძიმედ აწევს მოსახლეობას. განსაკუთრებით კი თბილისში, რადგან სწორედ უგულავასა და თბილისის საკრებულოს ინიციატივით მიღებულია უსამართლო  გადაწყვეტილება და ნაგავი დენზეა მიბმული. ჩვენ მოსახლეობისთვის ვაუჩერებით შეურაცხყოფის მიყენებას არ ვაპირებთ. გავზრდით ხელფასებს, პენსიებს, შევამცირებთ ტარიფებს და ადამიანებს თავად ექნებათ საშუალება გადაიხადონ არა მხოლოდ კომუნალური, არამედ სხვა ხარჯებიც", _ აღნიშნავს ფინანსთა მინისტრი.


მისი თქმით, განათლება, ჯანდაცვა და სოციალური მომსახურება, სოფლის მეურნეობა, ლტოლვილთა მდგომარეობის გაუმჯობესება, გარემოს დაცვა, ინფრასტრუქტურული პროექტები, ეს ის სფეროებია, რომელთა დაფინანსებისთვის მომავალ წელს საქართველოს მთავრობა მნიშვნელოვან თანხებს გამოყოფს.

26-12-2012, 11:25
უკან დაბრუნება