ქუთაისის მერიასთან ამ წუთებში გამნაღმველები მუშაობენ. ამ ინფორმაციას სააგენტო ,,ინტერპრესნიუსი" ადგილობრივ კორესპონდენტზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ამის შესახებ კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა, თუმცა გამნაღმველთა ჯგუფის ყურადღების ცენტრში იმერეთის გუბერნატორის, ვახტანგ ბალავაძის ავტომანქანაა.
ამ დროისათვის, მერიის მიმდენარე ტერიტორია გადაკეტილია. გადაადგილება ეკრძალებათ როგორც ავტომანქანებს, ისე ქვეითად მოსიარულეებს.