ფოთის საკრებულომ ქალაქის 2013 წლის ბიუჯეტი ერთხმად დაატკიცა. ფოთის მომავალი წლის ბიუჯეტი 12 მილიონ 914 100 ლარს შეადგენს.
როგორც ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით ბაბილუამ განაცხადა, ძირითადი პრიორიტეტი სოციალური პროექტების დაფინანსება იქნება. მისი თქმით, მიმდინარე წელთან შედარებით, 2013 წლის ბიუჯეტი განახევრებულია, რაც იმან გამოიწვია, რომ ფინანსურ დოკუმენტში ფედერალური ტრანსფერები არ აისახა.
მომავალი წლის ბიუჯეტში, ყველაზე დიდი თანხა, მილიონ 300 ათასი ლარი, სოციალურ პროგრამებზეა გათვლილი.