მარტვილის ადგილობრივი თვითმმართველობა აქციების გამო თითქმის ერთი თვის განმავლობაში პარალიზებული იყო. საპარლამენტო უმცირესობის წევრების ინფორმაციით, გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლები შენობაში შესვლას და მუშაობას დღეიდან გააგრძელებენ.
აქციის მონაწილეები გამგებლისა და საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომამდე დაშლას არ აპირებენ. ისინი აცხადებენ, რომ გამგებლისა და საკრებულოს თავმჯდომარის გარდა, სხვა თანამშრომლებს შენობაში შეუშვებენ და მუშაობის გაგრძელების საშუალებასაც მისცემენ.