ივერიონი / სინგაპურის კლინიკაში 16 წლის გოგონა გარდაიცვალა

სინგაპურის კლინიკაში 16 წლის გოგონა გარდაიცვალა

ორი კვირის წინ, ინდოეთში, ავტობუსში გაუპატიურებული სტუდენტი გოგონა სინგაპურის საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია ექიმებმა ოფიციალურად დაადასტურეს. 

 

ძალადობის ფაქტი 16 დეკემბერს, ინდოეთის დედაქალაქში მოხდა. საზოგადოებრივ ავტობუსში ბოროტმოქმედების ექვსკაციანი დაჯგუფება შეიჭრა და გოგონას გაუპატიურება სცადა. ინციდენტის შედეგად ერთი პოლიციელი დაიღუპა. სტუდენტმა კი სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო. ის თავდაპირველად ნიუ-დელის საავადმყოფოში გადაიყვანეს და სამი ოპერაცია გაუკეთეს. თუმცა ექიმებმა გოგონას ოჯახს დაშავებულის სინგაპურის კლინიკაში გადაყვანა ურჩიეს. 

 

ექიმების განცხადებით, სტუდენტის გარდაცვალების მიზეზი ორგანოების მძიმე დაზიანება, ტვინის ტრამვა და ინფექცია გახდა. 

 

29-12-2012, 14:32
უკან დაბრუნება