ივერიონი / პროკურატურამ ზურაბ ადეიშვილი ბრალდებულად ცნო

პროკურატურამ ზურაბ ადეიშვილი ბრალდებულად ცნო

2012 წლის 28 დეკემბრის დადგენილებით, ზურაბ ადეიშვილი ბრალდებულად ცნეს. პროკურატურის განმარტებით, ადეიშვილს ბრალი სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ორგანიზებაში წაუყენეს. დანაშაული გამოიხატა სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის და სხვისთვის უპირატესობის მისაღებად, რამაც ფიზიკური და იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, ასევე ჩადენილ ძალადობასა და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფაში.

 

პროკურატურის ინფორმაციით, ადეიშვილმა  ჩაიდინა პატიმართა დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზება. ადეიშვილს  ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. ყოფილი მინისტრი ამ დროისათვის საქართველოში არ იმყოფება. 

 

29-12-2012, 15:44
უკან დაბრუნება