ამ რამდენიმე დღის წინ "ფეისბუქზე" ვწერდი: მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები ისევ "ნაციონალების" მიერ დაკომპლექტებული ცესკო-თი უნდა ჩატარდეს, რაც არასწორია მეთქი. ის ფაქტიც დავაფიქსირე, რომ ცესკო-ს თავჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი კონსულტაციების მისაღებად მაშინ ამერიკაში იმყოფებოდა და ძალიან საინტერესო იქნებოდა, რა ინსტრუქციებს ჩამოიტანდა იგი!...
შეიძლება განმეორება გამომივიდეს, მაგრამ ისევ ვიტყვი, რომ როცა ხელისუფლებაში ახალი პოლიტიკური ძალები მოდიან, ცესკო (მიტუმეტეს, მაპატიეთ და ათას რაღაცეებზე გადამხტარი "ნაციონალური" ცესკო) აუცილებლად უნდა შეიცვალოს. აბა გავიხსენოთ_ მაშინდელი ცესკოს თავმჯდომარე ქალბატონი ნანა დევდარიანი "ვარდების რევოლუციის" პირველივე დღეებში გადადგა თანანმდებობიდან. (თუ არ ვცდები, დევდარიანს ცესკოს წევრების მთელი შემადგენლობა მიჰყვა "მოქალაქე კავშირიდან").
მიუხედავად იმისა, რომ პირველ ოქტომბერს კოალიცია "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა, არჩევნები გარკვეული დოზით მაინც გაყალბდა. აქედან გამომდინარე, ცესკოს დღევანდელი შემადგენლობას არ აქვს მორალური უფლება ჩაატაროს მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები. ვერ დავიბრალებ, რომ ზურაბ ხარატიშვილმა გადადგომაზე გადაწყვეტილება "ფეისბუქზე" ჩემი პოსტის წაკითხვის შემდეგ მიიღო, მაგრამ მისი განცხადება გადადგომაზე გარკვეულ კითხვის ნიშნებს ბადებს. კერძოდ, რამ აიძულა ბატონი ხარატიშვილი არჩევნებამდე ორიოდე თვით ადრე მიეღო ეს გადაწყვეტილება და რა ინტრიგა იმალება ამ მოულოდნელი ნაბიჯის მიღმა?!
ვეჭვობ, მისი გადადგომის მიზეზი მხოლოდ ზეწოლა და პოლიტიკური წნეხი ყოფილიყო, როგორც ამას ქართული მედია საშუალებები და სოციალური ქსელები ავრცელებენ. არ გამოვრიცხავ, რაღაც შორს გამიზნულ ფარსთან გვქონდეს საქმე. მითუმეტეს, მან ეს გადაწყვეტილება ამერიკიდან ჩამოსვლისთანავე მიიღო. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ხარატიშვილის გადაწყვეტილება კოალიციის წისქვილზე არ ასხამს წყალს, რადგან, ცესკო-ს თავჯდომარეს ვადა გასული და საქართველოზე გაბრაზებული პრეზიდენტი წარადგენს.
მიუხედავად იმისა, რომ ადმინისტრაციული რესურსები ფორმალურად "ქართული ოცნების" ხელშია, რეგიონალურ დონეზე სიტუაციას თითქმის ისევ "ნაციონალების" მხარდამჭერები აკონტროლებენ. მხედველობაშია მისაღები ისიც, რომ ძალიან ბევრმა "ნაციონალმა" უკვე "გაქოცება" მოასწრო და "შიგნიდან ციხის გატეხვა" უფრო ადვილად შეუძლია.
რას ითვალისწინებს მორიგი "ნაციონალური" ტრიუკი, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს, თუმცა, იმის თქმა ნამდვილად შეიძლება, რომ ხარატიშვილის უეცარი გაუჩინარება მორიგი თავსატეხი იქნება "ქართული ოცნებისთვის" და მთლიანად საზოგადოებისთვის.
ისე, ფრიად საინტერესოა მისი ოფიციალური განცხადების მოსმენაც(რომელიც 15 აგვისტოსთვის დააანონსეს), თუ რამ აიძულა ხარატიშვილს მოულოდნელად დაეტოვებინა ცესკო-ს თავმჯდომარის "მაგიური" თანამდებობა!...