ივერიონი / „ვტოვებ პროტესტის ნიშნად პარტია „ქართულ ოცნებას“

„ვტოვებ პროტესტის ნიშნად პარტია „ქართულ ოცნებას“

   ზუსტად ორი დღის წინ პარტია „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს“ წალენჯიხის ორგანიზაციის ყოფილი თავმჯდომარის ბერდია კალანდია სოციალურ ქსელში წერდა:

-„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეს გიორგი ლუკავას ევალება თუ არა მომავალი საკრებულოს სიის შედგენა??!! მიპასუხეთ ვინმემ? ადამინი,რომელმაც 2012 წლის პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ იტალიის ვიზით ჩავიდა გერმანიში და მოსთხოვა გერმანიის მთავრობას თავშესაფარი შემდეგი პოლიტიკური მოტივით,რომ მას დევნიდა ბატონ ბიძინა ივანიშვილის მთავრობა. ასეთი რამ ისტორიას არ ახსოვს!!!!

   ცნობისთვის ის იყო ნაციონალური მოძრაობის ლევან ქარდავას საარჩევნო შტაბის წვრი,რომელიც განთავსებული იყო მამის კუთვნილ შენობაში ზ.გამსახურდიას 5-ში“.

     დღეს კი მან პარტია „ქართული ოცნება“ დატოვა, მიზეზად წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის დავით ბელქანიას და გამგებლის გოგა გულორდავას ქმედებები დაასახელა და შესაძლო გართულებების გამო მთელ პასუხისმგებლობაც მათ დააკისრა.

   -„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის დავით ბელქანიას და გამგებლის გოგა გულორდავას მოქმედებები წალენჯიხის მუნიციპალიტეტის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულებას და ქვეყნის ახალი ხელისუფლების მიერ აღებულ კურსს არ შეესაბამება.მათ მოაახერხეს და აბსოლუტურად გაუცხოვდნენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან. განსაკუთრებით კი იმ ნაწილთან, რომელიც საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის ფასად, საპარლამენტო არჩევნებზე ჩაბმული იყო „ნაციონალების“ მიერ თავს მოხვეულ უთანასწორო ბრძოლაში. მათ არ აღელვებთ მოსახლეობის აზრი და ბედი, ატყუებდნენ ყველას და თვითონვე იხლართებოდნენ საკუთარი სიცრუის ქსელში. ამ საკითხთან დაკავშირებით ლიას მოსახლეობამ ღია წერილითაც მიმართეს ბატონ ბიძინა ივანიშვილს. გულორდავა და ბელქანია საბოლოოდ განუდგა ხელისუფლებას და მოექცა რაღაც იდუმალი და საეჭვო წრეების გავლენის ქვეშ.  

   დღეს, წალენჯიხის „ქართული ოცნება“ მედროვეთა ხროვად გადაიქცა. მიუხედავად არაერთი წერილისა ქართული ოცნების ცენტრალური ოფისი ყურს არ უგედებდა ხალხის ხმას. მალხაზ მჭედლიშვილის და ლაშა სამხარაძე მხოლოდ ჭორების სმენით იყვნენ დაკავებულნი. მათ გაანადგურეს „ქართული ოცნება“ და ხელი შეუწყვეს ოდიოზური ფიგურების მოყვანას „ქართულ ოცნებაში“. რის სანაცვლოდ, ეს თემის მეორე მხარეა..... ჩემთვის მიუღებელია ისეთ ადამიანებთან მუშაობა, რომლის წარსული დაკავშირებული ქრთამის აღებასთან, რომლის წინაპრები საქართველოს პირველი პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიასა და ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას დახვრეტის მოთხოვნის ხელმოწერების ორგანიზატორები იყვნენ და მოუწოდებდნენ მოსახლეობას გამსახურდიას განადგურებისკენ. მე ვტოვებ პროტესტის ნიშნად პარტია „ქართულ ოცნებას“ და შესაძლო გართულებების გამო მთელ პასუხისმგებლობას ვაკისრებ ამავე პარტიის ხელმძღვანელობას“, – აცხადებს ბერდია კალანდია.

 

 

6-04-2014, 13:55
უკან დაბრუნება