საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატთა 18 კაციანი საბოლოო სია პარლამენტს წარედგინება, სიაში არიან: თამარ ამაშუკელი, იაგო კაჭკაჭიშვილი, ზვიად კირტავა, გენადი გელაძე, დავით კიზირია, ია მამალაძე, მიხეილ მირზიაშვილი, აკაკი ჩარგეიშვილი, კონსტანტინე ჩლაიძე, ნინია კაკაბაძე, გიორგი კოხრეიძე, ნესტან ნიჟარაძე, გრიგოლ გოგელია, ალექსანდრე ვახტანგოვი, იზაბელა ოსიპოვა, ნუგზარ სუარიძე, ირინა ფუტკარაძე და არჩილ შუბაშვილი.
აღნიშნულ კანდიდატებში ვერ მოხვდა ლევან ღვინჯილია, რომელიც „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს:
-„გულშემატკივართა საყურადღებოდ!
ყველას დიდი მადლობა მხარდაჭერისათვის. ვწუხვარ, რომ თქვენი იმედები და მოლოდინი ვერ გავამართლე. კომისიის გადაწყვეტილებით, მე ვერ მოვხვდი საპარლამენტო 15 კაციან სიაში. "თამაში" დამთავრდა ანგარიშით - 2:5 , რაც იმას ნიშნავს, რომ ხუთმა ასომ ("არასამთავრობო ორგანიზაციამ"), და მათ შორის ერთმა -"ასო-მთავრულმა", ხმა მისცა ჩემი კანდიდატურის წინააღმდეგ. დიდი მადლობა კომისიის იმ 2 წევრს, რომელთაც მხარი დამიჭირეს. 35-წლიანი "ტელემოღვაწეობა" საიუბილეო წელს ასეთი შედეგით დასრულდა. რას ვიზამთ, ნაცები შემოევლონ მთელს საქართველოს და მე უკვე 11 წლია "მშვენივრად" ვეგუები უმუშევრობას. დიდ ბოდიშს ვუხდი ჩემ ოჯახს ამდენი ფუჭი გარჯისათვის. სამომავლოდ მეტს "ვიმეცადინებ" და უკეთ "მოვემზადები". ეგება სადმე რამეში მაინც გამოვდგე?!“