მას შემდეგ, რაც ნოვოსიბირსკის ყოფილი მერი ვალდიმერ გოროდეცკი 9 იანვარს დაკავებული თანამდებობიდან გადადგა და რეგიონის გუბერნატორის მოადგილე, შემდეგ კი გუბრნატორ ვასილი უირჩენკოს გადადგომის გამო გუბერნატორი გახდა, ნოვოსიბირსკის მერის ვადამდელი არჩევნები დაინიშნა. დღეს სწორედ ნოვოსიბირსკის მერს ირჩევს მოსახლეობა.
„იტარ-ტასის“ ცნობით, არჩევნები ადგილობრივი დროთ 9 საათზე დაიწყო და ამომრჩეველთა საკმაოდ დაბალი აქტიურობა ფიქსირდება.
_“12 საათვისთვის ამომრჩეველთა მხოლოდ 10% მოვიდა ხმის მისაცემად, რაც 2009 წელთან შედარებით ორჯერ დაბალია. ყველაზე მეტი ამომრჩეველი ქალაქის ცენტრალურ საარჩევნო უბანზე მივიდა და უკვე 13,6%-მა მისცა ხმა. მთლიანობაში ნოვოსიბირსკის მერის არჩევნებში მონაწილეობის მიღება 1 151 472 ამომრჩეველს შეუძლია. არჩევნები დარღვევების გარეშე მიმდინარეობს, ამ დროსთვის მხოლოდ ორი განცხადებაა შემოსული მცირე დარღვევების თაობაზე“-აცხადებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ოლგა ბლაგო.
არჩევნებს 5 ათასი დამკვირვებელი აკვირდება. წესრიგს ყველა საარჩევნო უბანზე პოლიციის ორი თანამშრომელი იცავს. არჩევნებში 11 კანდიდატი მონაწილეობს.