საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით „პუტინი ვერ მშვიდდება“ და დასავლეთს მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებს.
სააკაშვილმა გამოცემა „ფორინპოლისში“ ვრცელი სტატია დაბეჭდა სათაურით -„ომი ახლოვდება, რატომ ვერ მშვიდდება რუსეთის შეშლილი მეფე“. მისი თქმით ამ ეტაპზე პუტინის გეგმა დაიპყროს აღმოსავლეთ უკრაინა იქ რუსი მოსახლეობისმობილიზებით – ჩაიშალა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ იგი დანებდება.
-„ჩემს სტატიაში მე ვიწინასწარმეტყველე რუსეთის მიერ უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილების დაპყრობის მცდელობა. ყველაფერი ყირიმის სცენარის მსგავსად ვითარდება. თავდაპირველად მიტინგი, ხოლო თუ ამან არ იმუშავა, შემდეგ დაპყრობა და რუსული ჯარების შეჭრა. ეს ყველაფერი ისეთი პრიმიტიულია, რომ უკრაინის ხელისუფლებას შეუძლია ყველაფერი წინასწარ განჭვრიტოს.ახლა მთავარია უკრაინამ აღმოსავლეთ ტერიტორიების დასაცავად სრული სამხედრო მობილიზაცია მოახდინოს. ის, რაც უკრაინაში ხდება, მოულოდნელი არა, მაგრამ ეს სპექტაკლის ბოლო მოქმედება არ არის“-წერს სააკაშვილი.
-„სიმსივნემ რუსეთის აგრესიის სახით პირველად საქართველოში ი ჩინა თავი, მაგრამ საერთაშორისო საზოგადოებამ გადაწყვიტა დიაგნოზისთვის ყურადღება არ მიექცია და დაავადებისთვის ასპირინით ემკურნალა. ყირიმი არის მეტასტაზი იმისა, რაც საქართველოში მოხდა, მაგრამ დასავლეთი კვლავ გამორიცხავს ქირურგიულ (სამხედრო) ჩარევას, რადგან დიდი რისკი არსებობს. მაგრამ როგორც მინიმუმ, მან უნდა მიმართოს ქიმიოთერაპიას. ეს ნიშნავს, რომ დასავლეთი, განსაკუთრებით ევროპული კომპანიები მოკლევადიანპერსპექტივაში იგრძნობენ თავიანთი პრეპარატების შედეგებს, მაგრამ შორსმიმავალ პერსპექტივაში ეს მტკივნეული დოზა არის ერთადერთი საშუალება, დაეხმაროს, მოკლას სიმსივნე, სახელად-პუტინი", - წერს მიხეილ სააკაშვილი.
სააკაშვილი სტატიაში საერთაშორისო თანამეგობრობას უინსტონ ჩერჩილის სიტყვებს ახსენებს: "თქვენ გქონდათ არჩევანი ომსა და სირცხვილს შორის. აირჩიეთ სირცხვილი და ამიტომ მიიღებთ ომს".