შინაგან საქმეთა მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის გაზეთ "პრაიმტაიმთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ნათქვამ ფრაზაზე-„ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობისთვის მაიდნის სცენარის განმეორებას გეგმავს“, კომენტარისგან თავს იკავებს საგარეოსაქმეთა მინისტრის მოადგილე, დავით ჯალაღანია. მისი თქმით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო არ ფლობს ასეთ, მაგრამ აცხადებს, რომ რადგან მინისტრმა ეს განაცხადა, ჰქონდა საფუძველი.
"ამ საკითხზე კომენტარისგან თავს შევიკავებ, იმიტომ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს ამგვარი ინფორმაცია არ გააჩნია. რა თქმა უნდა, ქვეყანაში წესრიგი და სტაბილურობა შესაბამისი სტრუქტურების ამოცანა და მოვალეობაა. ალბათ, ჭიკაიძეს ჰქონდა საფუძველი ამდაგვარი ვარაუდის გამოთქმის", - განაცხადა ჯალაღანიამ პრესკონფერენციაზე.