თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო საბჭომ დონეცკი დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოაცხადა და რუსეთთან შეერთების გადაწყვეტილება მიიღო, რასაც მოედანზე შეკრებილი მოსახლეობა ოვაციებით და რეპლიკებით „პუტინო გვიშველე“, „დონეცკი რუსეთია“ შეხვდა. აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით დონეცკში 11 აპრილს რეფერენდუმი ჩატარდება, სადაც მოსახლეობას მხოლოდ ერთ კითხვაზე-უჭერთ თუ არა დონეცკის რესპუბლიკად გამოცხადებას მხარს?-მოუწევს პასუხის გაცემა.
დონეცკის თვითგამოცხადებულმა სახალხო საბჭომ რუსეთის პრეზიდენტს მიმართა და მათ ტერიტორიაზე რუსეთის სამშვიდობო ჯარების შეყვანა სთხოვა.
-„მხოლოდ რუსეთტან ერთად შევძლებთ ჩვენი კულტურის შენარჩუნებას, მხოლოდ რუსეთის სამშვიდობო ჯარებს შეუძლიათ პასუხი გასცენ და შეაცერონ იარაღით და სისხლით მოხული უკრაინის ხელისუფლების ხუნტა“-აცხადებენ მოედანზე შეკრებილები.