ხარკოვის მერი, გენადი კერნესი აცხადებს, რომ საპროტესტო აქციის მონაწილეთა მოთხოვნა რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე კანონის ჩარჩოებში არ ჯდება.
-„უკრაინის ფედერალიზაციისთვის ადგილობრივი რეფერენდუმის ჩატარებისთვის კანონიერი საფუძველი არ არსებობს. ხარკოვი-უკრაინის ნაწილია, რაც მომიტინგეებსაც ვუთხარი და რაიმე საკითხის მოთხოვნის და წინა პლანზე წამოწევისთვის საჭიროა კონსტრუქციული პოზიცია. შევთავაზე აქციის მონაწილეებს, რომ შექმნან წინადადებათა პაკეტი, რომელიც საგანგებო სესიაზე იქნება განხილული“.