ივერიონი / დევნილთა პროგრამა IV-ის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

დევნილთა პროგრამა IV-ის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში ევროკავშირის წარმომადგენლებთან, დევნილთა პროგრამა IV-ის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა. 

აღნიშნულ შეხვედრაზე, მინისტრმა დავით დარახველიძემ ევროკავშირის მისიისა და სხვა სამინისტროების წარმომადგენლებს, პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებული  მიმდინარე  სამუშაოების  ანგარიში წარუდგინა.  მოხსენება ეხებოდა 2012 წლიდან დღემდე სამინისტროს მიერ გაწეულ სამუშაოებს, დევნილთა გრძელვადიანი განსახლების პროგრამასა და ახალ კანონს  „დევნილთა შესახებ“. 

შეხვედრას ესწრებოდნენ:  ეკონომიკის მინისტრის მოადგილე დიმიტრი ქუმსიშვილი,  სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე  დავით გალიგაშვილი,  ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი მარეხ ხმალაძე და ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლები- დევნილთა პროგრამა IV-ის განხორციელების ჯგუფი.

საქართველოს მთავრობა დევნილთა პროგრამა IV-ს ევროკავშირის ფინანსური დახმარებით ახორციელებს.

 

 

 

9-04-2014, 12:05
უკან დაბრუნება