9 აპრილი-დღე, რომელიც ერთნაირად სტკივა ყველა ქართველს;
9 აპრილი-დღე, რომელიც ყველა ქართველის გულს პატრიოტიზმით არავსებს;
9 აპრილი-დღე, რომელისაც არასოდეს დაივიწყებს შთამომავლობა.
9 აპრილის ტრაგედიიდან 25 წელი გავიდა, მაგრამ დღესაც თვალზე უდიდესი პატივისცემით ცრემლმომდგარნი ვიხსენებთ სამშობლოს თავისუფლებისთვის თავდადებულ გვირებს.
•აზა ადამია, 22 წლის
•ნათია ბაშალეიშვილი, 16 წლის
•ეკა ბეჟანიშვილი, 16 წლის
•ნატო გიორგაძე, 23 წლის
•თამუნა დოლიძე, 28 წლის
•თინა ენუქიძე, 70 წლის
•ნინო თოიძე, 25 წლის
•ზაირა კიკვიძე, 61 წლის
•მანანა ლოლაძე, 33 წლის
•თამარ მამულიშვილი, 50 წლის
•ვენერა მეტრეველი
•მამუკა ნოზაძე, 22 წლის
•ნანა სამარგულიანი, 41 წლის
•შალვა ქვასროლიაშვილი,
•მარინა ჭყონია-სამარგულიანი, 31 წლის
•ელისო ჭიპაშვილი, 25 წლის
•თამარ ჭოველიძე, 16 წლის
•ნოდარ ჯანგირაშვილი, 40 წლის
•მზია ჯინჭარაძე, 43 წლის
•მანანა მელქაძე, 23 წლის
•გია ქარსელაძე, 25 წლის
9 აპრილი არის არა მხოლოდ ტრაგიკული თარიღი. 9 აპრილი ეს არის ქართველი ერის უზომო თავდადების მაგალითი დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში. წლები გავიდა, მაგრამ ტრაგიკული ღამე საქართველოს უდიდეს ტკივილად დარჩა.
თუმცა დღეს ვარდისფრად გვიღიმის აპრილი,
გულს მაინც ტკივილი სერავს,
წლებია გასული, განცდილი ელდა კი
არ გაგვნელებია ჯერაც.
რუსთაველს ჯერ ისევ ატყვია წინწკლები
ცხრა აპრილს დაღვრილი სისხლის,
ქაშუეთს ჩაუვლი, კვნესა და სიმღერა
თითქოს და ზეციდან ისმის.
ოცდაერთ სიცოცხლეს, ნიჩბებით დაჩეხილს,
ასობით მოწამლულ ქართველს...
თაყვანისცემა და პატივი, დიდება,
დაღუპულთ ავუნთებთ სანთელს...
„ივერიონი“ პატივს მიაგებს დაღუპულთა ხსოვნას და ქედს იხრის თითოეული მათგანის წინაშე.