"ნაციონალური მოძრაობის" საგარეო ურთიერთობათა მდივანი, გიგა ბოკერია თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას მეხუთე კოლონაზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
-„მეც ვთვლი, რომ ასეთი აშკარა საფრთხეები არსებობს, მაგრამ თავდაცვის მინისტრმა ეს მეხუთე კოლონა უნდა ეძებოს, პირველ რიგში, საკუთარი კოალიციის შიგნით. თუ დააკვირდებით, ვინ არიან ის ადამიანები, ვინც ცდილობენ, ჩაანაცვლონ ჩვენი ეროვნული კონსენსუსი როგორც შიდა იდენტობის საკითხებზე, ისე საქართველოს საგარეო-პოლიტიკიურ კურსზე, ისინი ხშირ შემთხვევაში პირდაპირ ან ირიბად, მაგრამ აშკარად არიან აფილირებულნი მმართველ კოალიციასთან და მთავრობასთან. ე.წ. ოცნების პოლიტპატიმრები –არიან ის ხალხი, ვინც ასე იქცევა. ასევე ის პოლიტიკური ძალები, ვინც ღიად კოალიციის გარეთაა, მაგრამ ხელდასმულია და ბევრ საკითხში ჰარმონიაშია დღევანდელ მთავრობასთან, ვგულისხმობ ბურჯანაძეს, ირმა ინაშვილს და ა.შ. მე ვლაპარაკობ იმ ფაქტებზე, რაც საჯაროდ ითქვა წინა პრემიერ-მინისტრისგან და ქვეყნის დე ფაქტო მმართველისგან, რომ ეს ხალხია, ვინც მას მოსწონს .ყველამ მიცით, რომ თავად კოალიციაში დეპუტატების უმრავლესობა ამ განწყობისაა და ეს კარგად გამოჩნდა, უკრიანაში მიმდინარე მოვლენების დროს, თუ ვისთან ახდენდნენ საკუთარი თავის იდენტიფიცირებას ხელისუფლების წარმომადგენლები." - განაცხადა გიგა ბოკერიამ.