ზუგდიდში 9 აპრილს დაღუპულთა პატივსაცემად, სამეგრელო ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი ლევან შონია მემორიალთან ადმინისტრაციის თანამშრომლებთან და ზუგდიდის მუციუციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელ ედიშერ თოლორაიასთან ერთად იყო მისული.
-,, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღე საქართველოს უახლოეს ისტორიაში..1989 წლის 9 აპრილს, ქართველმა ადამიანმა გააცნობიერა, რომ ის იყო ქართველი და არა საბჭოელი, გააცნობიერა რომ თავისუფლება და დამოუკიდებლობა წყუროდა. 21 ადამიანი დაიღუპა მაშინ რუსთაველის გამზირზე, მათ შორის 22 წლის აზა ადამია, რომელიც ჩვენი რეგიონის მკვიდრი იყო, ეს ადამიანები დღეს გმირები არიან, ისინი შეეწირნენ საქართველოს დამოუკიდებლობას. ჩვენი ვალდებულებაა პატივი ვცეთ ამ ადამიანების ხსოვნას, რომლებმაც ყველაზე ძვირფასი–საკუთარი სიცოცხლე გაიღეს სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის,“–განაცხადა მხარის გუბერნატორმა.