დღეიდან, 10 აპრილიდან თბილისი-ზუგდიდი მიმართულებით ახალი ჩქაროსნული ელექტრომატარებელი იმოძრავებს. აღნიშნული მატარებელი თბილისიდან 07:35 საათზე გამოდის და ზუგდიდში 13:43 საათზეა, ხოლო ზუგდიდიდან 17:45 საათზე გამოდის და თბილისში 23:25 საათზე ჩადის. მატარებელი მოემსახურება დასავლეთ რეგიონს და ერთი მიმართულებით უზრუნველყოფს დამატებით 322 სამგზავრო ადგილს, რაც სრულად დააკმაყოფილებს მგზავრთა მოთხოვნას მოცემულ მიმართულებაზე. ახალი მატარებლის ბილეთის ღირებულება პირველი კლასისთვის 23 ლარი იქნება, ხოლო მეორე კლასისთვის – 13 ლარი.