დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარტინ ლიდეგორდმა წეროვანში დევნილთა კომპაქტური ჩასახლება მოინახულა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილემ მამუკა ცოტნიაშვილმა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრს ადგილზე გააცნო დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობები. დევნილთა სამინისტრო დანიის ლტოლვილთა საბჭოსთან მრავალი წლის მანძილზე თანამშრომლობს. მარტინ ლიდენგორდი ადგილზე გაესაუბრა დევნილ მოსახლეობას და მოინახულა წეროვანის საჯარო სკოლა, სადაც სკოლის აღსაზრდელებმა საპატიო სტუმარს საზეიმო კონცერტი გაუმართეს.
-„მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებს მუშაობას დევნილთა სამინისტროსთან. ემოციურად ძალიან დატვირთული შეხვედრა იყო, იმედი მაქვს მალე ყველაფერი დალაგდება და მალე მოხდება ამ ხალხის საკუთარ მიწა-წყალზე დაბრუნება. ამისთვის ორივე მხარე ყველაფერს გააკეთებს“ – განაცხადა მარტინ ლიდეგორდმა.
„დევნილთა სამინისტროს და დანიის წარმომადგენლობას დიდი ხნის ურთიერთობა აქვთ დევნილთა პრობლემების მოგვარების საქმეში. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა განსახლების თემაა და მათი კეთილმოწყობის საკითხებია.
-„დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იმყოფებოდა წეროვანში, ადგილზე გაეცნო რა მდგომარეობაშიც უწევთ დევნილებს ყოფა-ცხოვრება“ – განაცხადა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილემ მამუკა ცოტნიაშვილმა.