ივერიონი / ხათუნა ჟორდანია:-„სისტემის ცვლილებამდე აზრი არა აქვს სახელების და გვარების სახეცვლილებებს“

ხათუნა ჟორდანია:-„სისტემის ცვლილებამდე აზრი არა აქვს სახელების და გვარების სახეცვლილებებს“

  „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი ხათუნა ჟორდანია მიიჩნევს, რომ პირველ რიგში ქვეყანაში არსებული სისტემაა შესაცვლელი. სხვა შემთხვევაში არც მერის არჩევნებს და არც ნებისმიერ პროცესებს აზრი არ აქვს, რადგან „შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება“, რაც შეეხება თბილისის მერს, ხათუნა ჟორდანიას აზრით ის აუცილებლად თბილისელი უნდა იყოს. 

 - „თბილისის მერი უნდა იყოს აუცილებლად თბილისელი...რადგან მან უკეთ იცის ქალაქის კოლორიტულობა...ურთიერთობები... თბილისის მერი იმიტომ ჰქვია, რომ აუცილებლად უნდა იყოს თბილისელი! გინდაც ამერიკაში გაზრდილი ქართველი ჩამოვიყვანოთ, მას არ ეცოდინება ის ნიუანსები, რაც ამ კოლორიტული ქალაქისათვისაა დამახასიათებელი...მაგრამ ჯერ უნდა შეიცვალოს შევარდნაძისეული სისტემა. დღეს ჩვენ გვაქვს სისტემა, რომელიც უცვლელია შევარდნაძის შემდგომაც და ქვეყანა ისევ ნეობოლშევიკურად იმართება და არა ჭეშმარიტ უშუალო დემოკრატიულ საფუძვლებზე. ეს იმიტომ, რომ დღემდე დარღვეულია ხელისუფლების მიერ კონსტიტუციის 5 მუხლის უმთავრესი პრინციპები და თუ ეს სისტემა ძირფესვიანად არ შეიცვალა, აზრიც არ აქვს ვინ იქნება და ვინ არა...სისტემის უცვლელობაში ისიც დაემსგავსება წინამორბედებს..

   -როგორია სისტემის ცვლილების თქვენეული ხედვა?

   -სისტემა რომ შეიცვალოს საქართველოს კონსტიტუციაში უნდა აღსდგეს ის მუხლები, რაც შევარდნაძის ხელისუფლებამ 1995 წელს თვითნებურად, ფარისევლურად და არასამართლებრივად ამოიღო კონსტიტუციიდან. არასამართლებრივია ეს პროცესი, რადგან აღნიშნული მუხლების ამოღების საკითხი რეფერენდუმზე არ გასულა, რასაც კანომდებლობა მოითხოვდა...

    ეს მუხლებია 52 მუხლი.მმართველობა ეკუთვნის მთელს ერს, პარლამენტი ვალდებულია აღასრულოს ერის ნება. ჯერ უნდა აღსდგეს სამარლიანობა, შეიცვალოს სისტემა და მერე რეფერენდუმით თავად ხალხი გადაწყვეთს რა სურს და ან რა არა,  ეს უფლება კი საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის 2 და 3 პუნქტებით აქვს მინიჭებული ქართველ ერს. ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, სისტემის ცვლილებამდე აზრი არა აქვს სახელების და გვარების სახეცვლილებებს, 

    სისტემაა უვარგისი და ამ სისტემის ფარგლებში მხოლოდ ამბიციური გაიმარჯვებს და ის ვინც აწყობს ხელისუფალთ. არსებული სისტემის ფარგლებში ეს არ იქნება ჭეშმარიტად უშუალო დემოკრატიის პრინციპებისდა მიხედვით არჩეული მერი, ასეთ პირობებში ხელდასმული მერი თბილისებეის დაკვეთებს კი არ შეასრულებს, არამედ ის იქნება შემსრულებელი მისი პოლიტიკური ლობის, ვისაც ის მოჰყავს მერად ისევ და ისევ თავიანთი პოლიტიკური მიზნების განხორციელებისათვის...

 

 

 

10-04-2014, 12:51
უკან დაბრუნება