ივერიონი / ანი წითლიძე:-„ხელისუფლებას ეშინია სამეგრელოს მოსახლეობის“

ანი წითლიძე:-„ხელისუფლებას ეშინია სამეგრელოს მოსახლეობის“

    ანაკალიაში "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის"' მხარდამჭერებს შორის მომხდარ ინციდენტს, რასაც  ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა „დამოუკიდებლობისა და ევროინტეგრაციისთვის“ ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ანი წითლიძე გამოეხმაურა და მომხდარი ფაქტი ხელისუფლების არჩევნებში დამარცხების შიშად შეაფასა.

 

   -„ რაც დღეს ხდება საქართველოში არის დამადასტურებელი იმისა, რომ ხელისუფლება აგონიაში და პანიკაშია, სამწუხაროდ ეს არის ის გასაოცარი დემოკრატია, რომელსაც ივანიშვილი დაგვპირდა და რომლითაც ასე გააოცა უკვე ევროპა.  მსგავსი დაპირისპირებები არაფერს მოუტანს სასიკეთოს ქვეყანას. რაც დღეს ანაკლიაში მხოდა, კიდევ ერთი დადასტურებაა,  რომ ხელისფლებას ეშინია არჩვენბში დამარცხების ამ რეგიონში, რადგან კარგად ხედავს ხალხის განწყობას, სწორედ ამიტომ  მიმდინარეობს ტოტალური ზეწოლები არა მხოლოდ ლიდერებზე, არამედ რიგით მხარდამჭერებზეც“.

 

 

 

 

10-04-2014, 16:27
უკან დაბრუნება