შეთანხმება თურქულ და ქართულ მხარეებს შორის უმაღლესი საბჭოს ჯანდაცვის კომისიის ხელმძღვანელისა და ჯანდაცვის სამინისტროს დელეგაციის თურქეთში ვიზიტისას შედგა. ვიზიტის დეტალებსა და გადაწყვეტილების შესახებ უმაღლეს საბჭოში დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს. უკვე ცნობილია, რომ უნივერსიტეტი ბათუმში ბაგრატიონის ქუჩაზე, მშენებარე სამედიცინო დაწესებულების შენობაში განთავსდება და სასწავლო პროცესი ინგლისურ ენაზე წარიმართება. ფილიალის გახსნამდე უმაღლესმა სასწავლებელმა აკრედიტაცია უნდა მიიღოს.