ივერიონი / სკანდალური შოუ და უკრაინული ღამეები თბილისში

სკანდალური შოუ და უკრაინული ღამეები თბილისში

2,3 და 4 მაისს თბილისს DJ MIRA ესტუმრება. ცნობილ მუსიკოსთან ერთად საქართველოში სამი უკრაინელი მოცეკვავე გოგონაც ჩამოდის. „სოხო ლაუნჯი“, „ნაით ოფისი“ და კლუბი „სენატე“ – ეს იმ კლუბების ჩამონათვალია, სადაც ცნობილი დიჯეი ქართველი მაყურებლისთვის დაუკრავს.

 

„DJ MIRA უკრაინაში და ევროპაში ძალიან ცნობილი პიროვნებაა, მას ყავს ჯგუფი, ვისთან ერთადაც დადის სხვადასხვა ქვეყნებში და საკუთარ პროგრამას აცნობს საზოგადოებას. მიხარია, რომ ეს ადამიანი წელს საქართველოსაც ესტუმრება და იმედია ქართველი საზოგადოება კმაყოფილი დარჩება“ – აღნიშნა „ივერიონთან“ საუბრისას ერთ–ერთმა ორგანიზატორმა.

 

DJ MIRA და უკრაინელი გოგოების ჩამოყვანას ორგანიზებას გამომცემლობა და ივენთკომპანია „CITY NEWS” უწევს. უკრაინელი სტუმრები საქართველოში ერთი კვირა დარჩებიან. ბილეთების ფასი 10–იდან 50 ლარამდე მერყეობს. ასე, რომ ვინც ხართ კლუბური ცხოვრების მოყვარულები და ზოგადად გიზიდავთ ღამის ცხოვრება, შეგიძლიათ უკრაინელ DJ–სთან და ცეცხლოვან მოცეკვავეებთან ერთად დაუვიწყარი ღამე გაატაროთ.

 

შეგახსენებთ, რომ DJ MIRA  საქართველოში მეორედ ჩამოდის, შარშან მან ბათუმში ბათუმელებისათვის დაუკრა.

 

გიორგი საკარული

 

 

 

11-04-2014, 00:33
უკან დაბრუნება