უგულავა დღეს რამდენიმე ქალაქში ერთდროულად მომხდარ ინციდენტს ეხმაურება.
-“დღეს ერთდროულად ხუთ ქალაქში ღარიბაშვილის "ტიტუშკები" დაგვესხნენ თავს. (ვინც თავისუფლად სუნთქავს და მოსმენების არ სჯერა იმათ საყურადღებოდ). არა უშავს, მეგობრებო, კვერცხებს და გინებას კაცი არ მოუკლავს. ყველაზე სავალალო მდგომარეობაში მაინც პატრულია. შშს-ს ერთი დანაყოფი სუს–ი გამოუშვებს ამ ხალხს, მეორე დანაყოფი პატრული იძულებულია მთელი დღე საქმეს მოცდეს და "წესრიგი ამყაროს". ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ ყველამ ყველაფერი იცის და იძულებულია მონაწილეობა მიიღოს ამ მარაზმში. რეგიონებში კამპანიის პარალელურად მოგაწვდით ინფორმაციას ციკლიდან "ასე შენდება ქვეყანა", – წერს უგულავა facebook-ის საკუთარ გვერდზე.