-„ბიძინა ივანიშვილი ვნახე მაშინ, როცა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ გააკეთა განცხადება. მწყინს, რომ იშვიათად ვნახულობ, ვინდაიდან საკმაოდ კარგი ურთიერთობა ჩამოყალიბდა ჩვენს შორის და არა მარტო ჩვენს შორის, კოალიციის ბევრი ლიდერი მეგობრობს მასთან, მაგრამ თავად ბატონი ბიძინა იკავებს თავს პოლიტიკურ ფიგურებთან ურთიერთობაში. მას შემდეგ, რაც სამოქალაქო სექტორში გადავიდა ნაკლები ურთიერთობა აქვს კოალიციის ლიდერებთან. ასე რომ რა წერილს დაწერს, რას უპირებს „ქართუ“ ბანკს და საერთოდ როგორია მისი სამომავლო გეგმები არც მე ვიცი და არც კოალიციის ლიდერებმა“.