თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი კომისია დღეს პირველად შეიკრიბება და განსახილველ სხვადასხვა საკითხებთან ერთად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრთა რეგიონებში გავლისას მომხდარი ინციდენტები.
„განვიხილავთ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აღმასრულებელი მდივნის, ბატონ მიხეილ მაჭავარიანის წერილს, რომელიხც ეხება ახალციხეში პარტიული კონფერენციის დროს მომხდარ ინციდენტს. წარმატებულმა საპრეზიდენტო არჩევნებმა ჩამოაყალიბა სტანდარტული არჩევნების მაღალი მიჯნა. უწყებათაშორისო კომისია თავის წვლილს შეიტანს, რათა ამ არჩევნებისთვის საარჩევნო გარემო იყოს უკეთესი“,– განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ.