ივერიონი / კახა კუკავა “არასაპარლამენტო ოპოზიციის” მერობის კანდიდატად დასახელდა

კახა კუკავა “არასაპარლამენტო ოპოზიციის” მერობის კანდიდატად დასახელდა

გაერთიანება არჩევნებში სავარაუდოდ, არასაპარლამენტო ოპოზიციის სახელით იქნება წარმოდგენილი. როგორც ფიქრია ჩიხრაძემ განაცხადა, ერთობის კარი ყველა პარტიისთვის ღია რჩება და გაერთიანებაში შესვლა ყველას შეეძლება. 

 

“მიუხედავად ბევრი მცდელობისა, ბევრი არჩევნებისა, მაინც ვერ მოხერხდა საქართველოში რეალური მრავალპარტიული დემოკრატიის ჩამოყალიბება. ჩვენ ვაცნობიერებთ არასაპარლამენტო ოპოზიციის როლს ამ ვითარების შეცვლაში და მივიღეთ გაერთიანების გადაწყვეტილება, ძალიან ბევრი კონსულტაციის, ხანგრძლივი დისკუსიის შემდეგ. ამ მოლაპარაკებებს წერტილი არ დასმია. ჩვენ მოვნიშნეთ ის საფუძველი, რომელსაც რეალურად უნდა დაეფუძნოს არასაპარლამენტო ოპოზიციის ერთობა. ჩვენი კარი ღიაა ყველა იმ პოლიტიკური პარტიისთვის, რომელიც აცნობიერებს შექმნილ ვითარებას და პასუხისმგებლობით ეკიდება ამ პროცესს. არასაპარლამენტო ოპოზიციას შეუძლია რეალურად შეასრულოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მასშტაბური როლი და ჩვენ მოწადინებული ვიქნებით, შევასრულოთ ეს როლი. კანდიდატი, რომელსაც საზოგადოებას არასაპარლამენტო ოპოზიცია სთავაზობს ნამდვილად გამორჩეულია”, – განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ. 

 

http://www.geworld.ge/ViewGE.php?G=10036&lang=ge&Title

 
11-04-2014, 14:02
უკან დაბრუნება