საკონსტიტუციო სასამართლომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრების სარჩელი დაააკმაყოფილა. ისინი საზმაუს კანონში შესატან ცვლილებებს აპროტესტებდნენ, რომლის თანახმადაც ახალი საბჭოს არჩევის შემდეგ, უფლებამოსილება დროზე ადრე უწყდებოდათ.
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, საბჭოს 7 წევრს უფლებამოსილება, მხოლოდ ვადის ამოწურვის შემდეგ შეუწყდება.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრები, სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას დადებითად აფასებენ და აცხადებენ, რომ ეს ფაქტი, საქართველოში საზოგადოებრივი მაუწყებლობის განვითარების კუთხით, წინ გადადგმული ნაბიჯია.