ივერიონი / დღეს ხაშურში 300 ბავშვს უფასო სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდება

დღეს ხაშურში 300 ბავშვს უფასო სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდება

დღეს ხაშურში „ქართული ოცნება - ჯანმრთელი მომავალი“, (პრეზიდენტი ქეთი ბარათელი) და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა მორიგ საქველმოქმედო აქციას მართავს.

  „ივერიონი“ ხაშურის რაიონის გამგებლის მოდაგილეს, ირინა ჟვანიას დაუკავშირდა.

-„ეს აქცია ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და მაჟორიტარი დეპუტატის ვალერი გელაშვილის მხარდაჭერით ხორციელდება. ასეთი სახის საქველმოქმედო აქცია მესამედ ტარდება ხაშურში და გასინჯული იქნება სამასამდე ბავშვი. ჩემოსულები არიან სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორები, პედიატრები, ოფთალმოლოგები და სხვადასხვა პროფილის ექიმები. ეს არის მრავალპროფილური სამედიცინო აქცია, აღსანიშნავია, რომ ეს აქცია ამ ექიმებისთვის უკვე 23-ე აქციაა საქართველოს მაშტაბით“-განაცხადა გელაშვილმა.

   „ივერიონი“ ვრცელ რეპორტაჟს აქციიდან მოგვიანებით შემოგთავაზებთ. 

გიორგი საკარული

 

 

12-04-2014, 12:40
უკან დაბრუნება