ივერიონი / დამოუკიდებელი ექსპერტები ,,თბილისის წყალში“ ყოფილი ხელმძღვანელის დაბრუნებას მოითხოვენ

დამოუკიდებელი ექსპერტები ,,თბილისის წყალში“ ყოფილი ხელმძღვანელის დაბრუნებას მოითხოვენ

თბილისის წყალში არსებული პრობლემების გადაწყვეტის და დარგის გადარჩენისთვის,,თბილისის წყალში’’  იუზა ცარციძის  დაბრუნება აუცილებელია, - ამის შესახებ, დამოუკიდებელმა ექსპერტებმა გიორგი ნიკოლაიშვილმა და თემურ ვეკუამ ,,თბილისის წყალში’’ არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.  მათი თქმით, სწორედ  „თბილწყალკანალის” ყოფილ ხელმძღვანელს აქვს სათანადო გამოცდილება, რომ   თბილისის წყალში სიტუაცია გამოასწოროს.
„ კომპანია „ჯორჯია ვოთერ ენდ ფაუერი“  ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს არ ასრულებს. , თბილისის წყლის’’ ამჟამინდელი  წყალმომარაგება არის საგანგაშო.  წყლის ძველი მილები მთლიანად ამორტიზირებულია, რის გამოც ქალაქში მილებიდან გამოჟონილი წყლები  შენობა-ნაგებობების საძირკვლებს აზიანებს და მათი ჩამონგრევის საფრთხე რეალურია.  არასაკმარისია საავარიო ბრიგადების რაოდენობა.  გაუმართავი წყალმომარაგება წლებია მოსახლეობას პრობლემებს უქმნის. ვერა ვერ დასრულდა გამრიცხველიანების პროცესიც. პრობლემები ყოველდღიურად უფრო და უფრო იზრდება“ - აღნიშნეს ექსპერტებმა. 
დამოუკიდებელ ექსპერტთა განცახდებით, იუზა ცარციძის თბილისის წყლიდან წასვლა, თბილისი ყოფილ მერს გიგი უგულავას უკავშირდება. მათივე თქმით,  ცარციძის განთავისუფლებამ წყლის კომპანია გაჩანაგებამდე მიყვანა. 
12-04-2014, 13:23
უკან დაბრუნება