„სახალხო პარტიის“ ლიდერი გოგი ლორთქიფანიძის ხედვით ქვეყანაში მიზანმიმართულად მიმდინარეობს სიტუაციის დაძაბვისა და პოლიტიკური ტემპერატურის აწევის მცდელობა და, ყველა ეს ქმედება მიმართულია, იმისკენ, რომ საქართველოში შეიქმნას წინასაარჩევნო ფსიქოზი მხოლოდ ორი ძალის მონაწილეობით. თან „ოცნების“ მესვეურები არც რაიმე ახლის ან ორიგინალურის მოფიქრებისთვის იწუხებენ თავს და პირდაპირი კოპი-პეისტით გადმოაქვთ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ აპრობირებული მეთოდები, რომლებსაც ისინი იყენებდნენ წინასაარჩევნოდ სიტუაციის პოლარიზაციისთვის და სხვა პოლიტიკური ძალებისათვის საარჩევნო სივრცის გადაკეტისათვის. მისივე თქმით როცა ქვეყანაში ნაციონალური მოძრაობის არსებულმა რეიტინგმა და მისმა აქტუალობამ ქვემოთ იწყო სვლა, მას სასწრაფოდ წამოეხმარა ე.წ. ევრაზიის კავშირში საქართველოს შესვლის მხარდამჭერების და მათი ე.წ. მოწინააღმდეგების ჰარმონიული და წინასწარშეთანხმებულად დაგეგმილი აქცია-სპექტაკლები.
-„დღეს, კი ამ პროცესის ხელშესაწყობად ”ქართულიოცნება” და მასთან ასოცირებული ორგანიზაციებიც გააქტიურდნენ და დაიწყო საჩვენებელი კინკლაობები ნაციონალების მიერ ორგანიზებულ აქციებზე. ყველაფერი ეს პატარა, ათწუთიანი ჯიკაობით მთავრდება მაგრამ, სამაგიეროდ, მთელიდღეები იტრიალებს ეს ნიუსები სამამულო ტელესივრცეში; პერმანენტულად აღშფოთდება ნაციონალური ლიდერშიპი, იხულვებს თოქ-შოუებიდა ა.შ. ასე, რომ ქვეყანაში ისევ სახეზე გვაქვს პოლიტიკურ უმსგავსობად მონათლული კოჰაბიტაციის პროცესი“-აცხადებს ლორთქიფანიძე და მიმართავს ორივე ძალას.
-„ვაფრთხილებდი ნაცებს - ერთიდრო არც თქვენ შეგრჩებათ-თქო. დაანებეთ თავი ამ ზონდერბრიგადების მიქსევას ოპოზიციისთვის, თორემ დრო მოვა და ისინი თქვენ გაგისწორდებიან ასეთი ფორმით-თქო. ისე აგიხდათ ყველაფერი...!!!
ეხლა ოცნების ”მიამიტ და თვალებფაფხულა” ლიდერშიპს მივმართავ - შეეშვით პატივცემულებო, ვითომ ”არაორგანიზებულდა არაკორდინირებულ” არევ-დარევას წინასაარჩევნოდ და ამ ფორმით „ნაცების“ისევ ყურადღების ცენტრში მოქცევის მცდელობას, რათა მხოლოდ ორი პოლიტიკური სუბიექტის ფორმატში უზრუნველყოთ საარჩევნო პროცესი...
შეეშვით, თორემ ერთი დრო არც თქვენ შეგრჩებათ“.