ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გიგი უგულავა დაკითხვაზე 11:00 საათზე იყო დაბარებული, თუმცა ის ამ დროისთვის ზუგდიდში იქნება და წინასაარჩევნო კამპანიას გახსნილად გამოაცხადებს. სწორედ ამიტომ, მისივე განცხადებით დაკითხვაზე მივა, ოღონდ დაგვიანებით და პროკურატურაში 21:00 საათზეგამოცხადდება.
უგულავას თქმით, გამოძიებას კითხვები სისხლის სამართლის №092250613004 საქმესთან დაკავშირებით აქვს, რომელიც თბილისის მერიასა და „სითიპარკს" შორის დადებულ ხელშეკრულებებს ეხება.