ზუგდიდში, „ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობის მანიფესტაციაზე „ივერიონის“ ჟურნალისტს „ნაციონალური მოძრაობის“ აბაშის რაიონული ორგანიზაციის წევრი, კახა ახობაძე ფიზიკურად შეეხო, კამერაზე ხელი აუკრა და გადაღების საშუალება არ მისცა.
ცნობისთვის, ახობაძე 1 ოქტომბრის არჩევნებამდე სამეგრელო მედია ორგანიზაციის „სმო“-ს აბაშის ბიუროს წევრი იყო, რომელიც „ზონდერ ჟურნალისტის“ ფუნქციას ასრულებდა რეგიონში.
ინციდენტის ამსახველ ფოტო და ვიდეო მასალას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.