ბზობა, ბაიაობა — ქრისტიანული ეკლესიის ერთ-ერთი მთავარი საუფლო დღესასწაულია.
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს იერუსალიმში უფლის დიდებით შესვლას, ბზობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. ყველა მოქმედ ეკლესიაში წირვა-ლოცვა აღევლინება. სამების საკათედრო ტაძარში კი საღმრთო ლიტურღიას უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქი ილია მეორე ჩაატარებს.
ბზობის დღესასწაული ათორმეტთაგან რიგით პირველი მოძრავი დღესასწაულია, რომელიც აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის წინა კვირას აღინიშნება.
დღესასწაულთან დაკავშირებით მორწმუნეები ეკლესიებში ბზის რტოებით მიდიან. ეკლესიებში ბზა იკურთხება, როგორც უფლის შეგებების სიმბოლო. ბზობის გამო ეს დღე თევზით ხსნილია. შემდეგი კვირა მორწმუნეებისთვის მძიმე მარხვაა, რადგან ვნების შვიდეულია.
აღდგომის მარხვა 20 აპრილს უფლის აღდგომის დღესასწაულზე დასრულდება.