ივერიონი / წალენჯიხელი მოზარდის თევზაობა ტრაგედიით დასრულდა

წალენჯიხელი მოზარდის თევზაობა ტრაგედიით დასრულდა

   წალენჯიხის ლიის თემის სოფელ მახარიაში მეათე კლასელი მოსწავლე ვაჟა სამუშია გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით გარდაცვლილი დენით თევზაობდა, რამაც ტრაგედიამდე მიიყვანა, თუმცა ადგილობრივები სხვა ვერსიაზე საუბრობენ.

    მომხდართან დაკავშირებით წალენჯიხის პოლიციის სამმართველოში გამოძიება დაიწო. ჩვენ დავუკავშირდებით წალენჯიხის პოლიციის სამმართველოს, ადგილობრივ მაცხოვრებლებს და შევეცდებით დეტალური ინფორმაცია გავრცელებულ ვერსიაზე დილით მივაწოდოთ მკითხველს. 

   „ივერიონი“ სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს. 

 

13-04-2014, 02:14
უკან დაბრუნება