ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანება ბაღებისთვის ტელევიზორების შეძენას გეგმავს. გაერთიანებამ ტენდერი 11 აპრილს გამოაცხადა, ხოლო გამარჯვებულს კი 17 აპრილს გამოავლენენ. ტელევიზორების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება მთლიანობაში 40 ათასილარია.
შემოთავაზებული ტელევიზორები უნდა იყოს მსოფლიო ბრენდის ორიგინალი, ორწლიანი გარანტიით, რომელიც მსოფლიო ბაზარზე იყიდება არანაკლებ 5 წელი.
სატენდერო პირობის თანახმად, ტელევიზორის მიწოდება უნდა მოხდეს შემსყიდველი ორგანიზაციის 27 ობიექტზე, საბავშვო ბაღების მისამართებზე. შესასყიდი ტელევიზორების რაოდენობაკი 30-ია.