სულ რაღაც ერთი თვეა, რაც ხაშურს ახალი გამგებელი ჰყავს. 37 წლის მამუკა ხაჩიძე სურამელია. ის წლების განმავლობაში ძალოვან სტრუქტურაში მუშაობდა, შემდეგ მისი პროფილი სრულიად შეიცვალა და გამგებლის როლში მოგვევლინა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ხაშურს ბევრი გამგებელი ჰყოლია, თუმცა, ხალხი მათ სახეებზე ვერ სცნობდა. წინამორბედებისგან განსხვავებით, მამუკა ხაჩიძე ჟურნალისტებთან მიმართებაში ზრდილობით და თავაზიანობით გამოირჩევა. მოსახლეობაც მეტ-ნაკლებად კმაყოფილია. ახალგაზრდა გამგებელმა მათი გული სულ რაღაც ერთ თვეში მოინადირა. მიზეზი კი მარტვია _ პრობლემების გაცნობისთანავე ხაჩიძე ოპერატიულად ცდილობს მათ მოგვარებას. "ივერიონი" გთავაზობთ ბლიც-ინტერვიუს ბატონ მამუკა ხაჩიძესთან.
– ბატონო მამუკა, თქვენ ადრე ძალოვან სტრუქტურაში მუშაობდით... დამეთანხმებით, ძალიან საპასუხისმგებლო საქმიანობას შეეჭიდეთ!
– ჩემთვის უცხო არ ყოფილა, რადგან ძალოვანი სტრუქტურიდან მეტ-ნაკლებად ვეცნობოდი და ვხედავდი გამგეობის მუშაობას. ხალხის პრობლემები ვიცოდი და ზოგადად ამ რაიონის პრობლემებიც. ნამდვილად არ გამჭრივებია იმ სტრუქტურიდან სამოქალაქოში გადმოსვლა.
– რა სახის პორბლემები დაგხვდათ რაიონში?
– 2011 წელს ხაშურში მოხდა სტიქია, როდესაც მდინარე სურამულა ადიდდა. სტიქიის შედეგად დაზარალდა მოსახლეობა, დაიტბორა თითქმის მთელი სურამი და ამ ყველაფერს ძალიან დიდი ზარალი მოჰყვა. 2013 წელს კი ხაშურის მუნიციპალიტეტმა გადაწყვიტა, რომ ბიუჯეტიდან გამოეყო ფული და დახმარებოდა მოსახლეობას, ამიტომ ამჟამად მიმდინარეობს ამ ზარალისა და დაზარალებულ მოქალაქეთა დათვლა.
– თავის დროზე არ გაიცა ეს თანხა?
– თავის დროზე არ გაიცა არანაირი დახმარება და დღეს ეტაპობრივად ვანაწილებთ ყველა ოჯახზე. მოგეხსენებათ, სურამი და ქვიშხეთი კორორტული ზონაა და ვაპირებთ რომ გასუფთავება მოხდეს ამ ორი რაიონის. ასევე წყლის ძალიან დიდი პრობლემაა და სანამ სეზონი დაიწყება, მინდა რომ აღნშნული პრობლემა აუკვე მოგვარებული იყოს.
– ბატონი მამუკა, სურამსა და ქვიშხეთს რომ თავი დავანებოთ, ხაშურის მოსახლეობას ანალოგიური პრობლემა აწუხებს - მათ ძალიან აწუხებთ კანალიზაციის და სასმელი წყლის პრობლემა. მაგალითად გაგარინის ქუჩაზე, კანალიზაციაა გასაკეთებლი თითქმის ყველა კორპუსში, რადგან ზაფხულობით მათ სარდაფებში გველები და სხვადასხვა ქვეწარმავლები ბინადრობენ. რამდენად მოგვარებადია ეს პორბლემა?
– ეს პრობლემ უკვე მოგვარებადია, რადგან ახლა ძალიან დიდი პროექტი იწყება, რომელიც 9 მილიონი ჯდება და მთელ ხაშურის რაიონს მოხმარდება. თვითონ ხაშურს უნდა ჰქონდეს 24 საათიანი წყალმომარაგება. კანალიზაციის პრობლემა ნამდვილად მოსაგვარებელია, თუმცა ნელ–ნელა ამასაც მოვაგვარებთ.
– ხაშურს ყავდა გამგებლები, რომლებსაც მოსახლება ფაქტიურად ვერ ცნობდა, ისიც იქიდან გამომდინარე რომ მათ არ ჰქონდათ ხალხთან ახლო ურთიერთობა და ზოგადად არ ჩნდებოდნენ ისინი საზოგადოებაში. თქვენ რამდენად ახლო ურთიერთობა გაქვთ მოსალხეობასთან?
– ჯერ ერთი თვეა რაც დავინიშნე. შემიძლია ვთქვა, რომ თითქმის ყოველდღიურად დავდივარ მოსახლეობასთან და ვეცნობი მათ პრობლემებს. ქვიშხეთის, სურამის და დაბა ხაშურის პორლემას უკვე გავეცანი და ვცდილობ შეძლებისდაგვარად გადავწყვიტო. ოფიციალური მიღება ხუთშაბათს მაქვს, თუმცა ეს არ მიშლის ხელს მათტან ყოველდღიურად ვიკონტაქტო. ერთი სიტყვით მიღების კონკრეტული დღე და საათი არ მაქვს დაწესებული.
– ჟურნალისტებთან რამდენად გახსნილი ხართ და რამდენად გამოდიხართ მათთან კონტაქტზე?
– რა მაქვს დასამალი? ძალიან გახსნილი ვარ და არაჩვეულებრივი დამპოკიდებულება მაქვს ყველა ჟურნალისტთთან.
გიორგი საკარული