24 აპრილს მშვიდობის ხიდზე უკრაინელი დიზაინერი იულია მორგუნოვა აქცია-ჩვენებას სახელწოდებით „ბავშვები მშვიდობისთვის“ გამართავს. აქციის მიზანია დიზაინერმა სოლიდარობა გამოუცხადოს უკრაინას და უკრაინელ ხალხს.
„ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ჩემი პერსონალური კოლექცია, რომელიც სპეციალურად ამ დღისთვის შევქმენი. ამ ღონისძიებით ჩვენ საზოგადოებას მოვუწოდებთ ოკუპაციას და უკუპანტებს ვუთხრათ „არა“!
დეფილეს წარმოადგენს საბავშვო სტუდია „fashion studio” - ს აღსაზრდელები, რომლის ხელმძღვანელებიც არიან ნათია ტაბლიაშვილი და დიზაინერი იულია მორგუნოვა.
ღონისძიება მშვიდობის ხიდზე 5 საათზე დაიწყება.