ივერიონი / გიორგი კანდელაკი:-„ფანჯიკიძე ცრუობს!“

გიორგი კანდელაკი:-„ფანჯიკიძე ცრუობს!“

   საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე შესაძლოა ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა დამკვირვებლები არ გამოგზავნოს.

   -"შეიძლება ODIHR-მა არ გამოგზავნოს დამკვირვებლები, რადგან ესაა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და ეს არ შედის მის კომპეტენციაში"-განაცხადა მინისტრმა და დასძინა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მაინც იმდენი დამკვირვებელი ჩამოვა, რამდენიც საქართველოში წინა არჩევნების დროს ჩამოვიდა.

   ფანჯიკიძის ამ განცხადებას გამოეხმაურა საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი კანდელაკი და განაცხადა, რომ "ფანჯიკიძე ცრუობს!"

-,,ფანჯიკიძემ აღნიშნა, რომ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებს ეუთოს შესაბამისი ოფისი – ODIHღ-ი ვერ დააკვირდება, რადგან მას არ გააჩნია მანდატი, თვითმმართველობის არჩევნებს დააკვირდეს. მინდა ქალბატონ ფანჯიკიძეს და საზოგადოებას შევახსენო, რომ "ვარდების რევოლუციის" შემდეგ ODIHღ-ი ყველა თვითმმართველობის არჩევნებს აკვირდებოდა. 2010 წლის ადგილობრივ არჩევნებზე ODIHღ-დან წარმოგზავნილი დამკვირვებლების რაოდენობა იყო 442. საერთო ჯამში, ამ არჩევნებს 1872 უცხოელი დამკვირვებელი აკვირდებოდა. ამდენად, მტკიცება იმისა, რომ ადგილობრივ არჩევნებზე ODIHღ-ის დამკვირვებლების არდასწრების მიზეზი არის ის, რომ მას მანდატი არ გააჩნია, ტყუილია" – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

   კანდელაკის თქმით "ქართული ოცნების" მმართველობის არადემოკრატიული სტილისთვის ეუთო აღმოჩნდებოდა მნიშვნელოვანი დაბრკოლება, მისივე თქმით "ქართულ ოცნებას" ჰყავს სუსტი კანდიდატი, რომელსაც არ გააჩნია პირველივე ტურში წარმატების შანსი და სწორედ ამიტომ, "ქართულ ოცნებას", პრემიერ-მინისტრ ჰაკიმ ფაშა ღარიბაშვილს სურს, რომ არ იყოს იმ ხარისხის საერთაშორისო დაკვირვება ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე, რაც იყო მთელი ამ წლების განმავლობაში" 

 

15-04-2014, 02:11
უკან დაბრუნება