მიიღებს კი პარლამენტი კანონპროექტს, რომელიც გარყვნილების პროპაგანდას ოფიციალურად ნებადართულს ხდის?!.
"ქართული დასის" ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ საზოგადოების ყურადღება შეაჩერა კანონპროექტზე "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ", რომლის განხილვასაც მისი თქმით ახლა იწყებს პარლამენტი და მისი თქმით უმრავლესობის ამ ინიციატივას განსაკუთრებით ლობირებს პარლამენტის თავმჯდომარე.
-"ამ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში სკოლებში, სკოლამდელ დაწესებულებებში, ჯარში, პოლიციაში, სასჯელაღსრულების სისტემაში შევლენ ჰომოსექსუალები. გარდა ამისა მათი აღლუმების კონტრაქციას ვეღარ მოაწყობს საზოგადოება, რადგან ეს კანონი დასჯის მათ, მათ ექნებათ უფლება მოითხოვონ ერთსქესიანთა ქორწინებები, ასევე ინსენსის დაკანონება, თუკი ვინმე შეეწინააღმდეგება ეს იქნება დისკრიმინაცია და აკრძალვა. მათ ამ კანონით იმის უფლებაც კი ექნებათ, რომ მივიდნენ ეკლესიაში და ჯვრისწერა მოითხოვონ. თუკი მღვდელი უარს იტყვის ერთსქესიანთა ქორწინებაზე, ასეთ შემტხვევაში ეს მღვდელი ბრალდებული იქნება დისკრიმინაციაში. ეს ყველაფერი კარგად ჩანს ამ კანონის მუხლებში და ყოველივეს გათვალისწინებით შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ მყარდება ისეთი სისტემა, სადაც გარყვნილების პროპაგანდა ოფიციალურად ნებადართული იქნება. ეს კანონი თავზე უნდა დაახიო იმ ადამიანებს ვინც დაწერა და მათაც ვინც ლობირებს, ღმერთმა ნუ ქნას ეს კანონი პარლამენტმა მიიღოს".