ქართველმა მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში შემოსვლისას ისტორიული ფრაზა ისროლა: "ჩვენ რამდენიმე წელიწადში მსოფლიოს დემოკრატიის ხარისხით გავაკვირვებთო".
სამწუხაროდ, მას არ დაუკონკრეტებია, როგორი უნდა ყოფილიყო მის მიერ დაანონსებული "ორიგინალური" ქართული დემოკრატია, თუმცა, ამ ლოზუნგმა მაშინ კარგად იმუშავა და არაორდინალური დემოკრატიის მომლოდინეებს დამატებითი საფიქრალიც გაუჩინა. სხვა საკითხია, რა გზით წავიდა საქართველო, მაგრამ ივანიშვილის ლოზუნგი-დაპირება საზოგადოების გონებაში მაინც დაილექა.
არნახული დემოკრატიული სახელმწიფოს აშენებით "იმუქრება" უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე ტურჩინოვიც. მისი "არაორდინალური" გადაწყვეტილებები არა ვითარების სტაბილიზაციას უწყობს ხელს, არამედ, უფრო და უფრო ჩიხში შეჰყავს ქვეყანა. უკრაინამ, როგორც სახელმწიფომ გაურკვეველი მომავალი აირჩია, რომლის საბოლოო შედეგი მისი ცალკეულ ნაწილებად დაშლა-დაქუცმაცება იქნება- რა თქმა უნდა, რუსეთის ძალისხმევით და ამერიკა-ევროპის დანაშაულებრივი წაყრუებით!
ამ ორიოდე დღის წინ ტურჩინოვმა ახალი შოკისმომგვრელი განცხადებით გააკვირვა მსოფლიო - მან ღიად განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ სათავეში ჩაუდგება გრანდიოზულ გეი-აღლუმს, რომელიც ლვოვში ჩატარდება და რომელშიც მისი თქმით, სტუმრის სტატუსით მონაწილეობას მიიღებენ "ევროპელი და ამერიკელი კოლეგები".
თუ ადრე ბნელი ძალები იატაკქვეშეთიდან მართავდნენ სიტუაციას, ისინი კარგა ხანია დღის სინათლეზე გამოვიდნენ და უკვე არავისი ეშინიათ. ზოგადად, კაცობრიობაც იმდენად ზომბირებულია, მოსალოდნელ შედეგებს ბოლომდე ვერ აცნობიერებს.
დასკვნა მარტივია: უკრაინის ბოლოდროინდელი რევოლუციის მიზანი სწორედ მართლმადიდებელი სახელმწიფოს დასუსტება და სექსუალური უმცირესობების უფლებების გარანტირებულად დაცვა იქნება!
"ჩვენ ყველანი ერთი საზოგადოება ვართ და სიყვარულის უფლება ყველას თანაბრად გაგვაჩნია" _ აცხადებს ტორჩინოვი. თუ ადრე დემოკრატია სხვა ხილი გვეგონა, უკრაინის მაგალითზე მაინც უნდა მივხვდეთ, რომ "ჭეშმარიტი" დემოკრატია სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვა და გრანდიოზული გეიაღლუმების მოწყობა ყოფილა.
აი, ამიტომ მეშინია უკრაინული რევოლუციის ექსპორტის საქართველოში.
ღმერთმა ნუ ქნას, თორემ თუ ბნელ ძალებს ეს ჩანაფიქრი გამოუვიდათ, დემოკრატიის სახელით ჩვენს ქვეყანასაც დააჩოქებენ. მთავარი სამიზნე კი მართლმადიდებელი ეკლესია იქნება, რომელზეც დგას დღევანდელი საქართველო!
მე არ მინდა ასეთ დემოკრატია. უკრაინას კი გულწრფელად თანავუგრძნობ.
საბა საბახტარაშვილი