ივერიონი / "ფაქტების დამახინჯება და ევროპული ფასეულობების მცდარი მითოლოგიზაცია"

"ფაქტების დამახინჯება და ევროპული ფასეულობების მცდარი მითოლოგიზაცია"

 

   საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ 14 აპრილს გამოაქვეყნა ვრცელი დოკუმენტი სახელწოდებით "მითები ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებასა და ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სივრცესთან (DჩFთA) შესახებ", რომელშიც განხილულია, თუ როგორ ხდება ფაქტების დამახინჯება და ევროპული ფასეულობების მცდარი მითოლოგიზაცია. ევროკავშირის წარმომადგენლობას მიაჩნია, რომ ასეთი მიმართულებით გააქტიურება და საკითხის არასწორი ინტერპრეტაცია უკავშირდება ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებას, თავისუფალ სავაჭრო სივრცესთან (DჩFთA) ინტეგრირების პროცესს. 

   -"ევროკავშირი რომელიმე ქვეყნის კულტურის შეცვლას კი არ ცდილობს, არამედ იღვწის ევროპის კულტურათა მრავალფეროვნების დაცვისათვის.  ევროკავშირი ის ორგანიზაციაა, რომელიც ხოტბას ასხამს მრავალფეროვნებას; ბოლოს და ბოლოს, ჩვენი დევიზია ,,ერთიანობა მრავალფეროვნებაში". ევროკავშირი პატივს სცემს საქართველოს კულტურულ ღირებულებებს; ჩვენ გვჯერა, რომ ასოცირების შესახებ შეთანხმება ამ ფასეულობათა დაცვას შეუწყობს ხელს. ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებსაც კი არ მოეთხოვებათ ჰომოსექსუალთა შორის ქორწინების დაკანონება, რამდენიმე მათგანი კი საერთოდ არ აღიარებს ამგვარ ქორწინებას. ევროკავშირი არ სთხოვს საქართველოს შემოიღონ კანონმდებლობა, რათა დაიცვან მოქალაქეები დისკრიმინაციისგან. ეს არის მოთხოვნა ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში. ანტიდისკრიმინაციული კანონი უბრალოდ უზრუნველყოფს თანაბარი მოპყრობას ყველა მოქალაქის მიმართ, მათ შორის მათ მიმართ, რომლებიც მიეკუთვნებიან უმცირესობებს. ასეთი კანონმდებლობა იცავს მოქალაქეთა არსებულ უფლებებს". 

   დოკუმენტში მოყვანილია დამადასტურებელი არგუმენტაცია იმის თაობაზე, რომ "მითი ფაქტი არ არის" და ევროკავშირი მიესალმება საქართველოს იმ კანონმდებლობას, რომელიც მის მოქალაქეებს დისკრიმინაციისგან დაიცავს.

   -"ევროკავშირი ღრმა პატივისცემით არის განმსჭვალული საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის და საქართველოს ეროვნულ ცხოვრებაში მისი მნიშვნელოვანი როლისადმი. 2014 წლის მარტში ევროკომისარი შტეფან ფულე შეხვდა პატრიარქ ილია II-ს და მათ ისაუბრეს ევროკავშირთან საქართველოს პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის შესახებ. პატრიარქმა გამოხატა საქართველოს ევროპული არჩევანისადმი თავისი უპირობო მხარდაჭერა" _ ნათქვამია ევროკავშირის განმარტებებში.

 

15-04-2014, 14:07
უკან დაბრუნება